
“ქვეყნიერების ნათელი” – დისნეის ყოფილი თანამშრომლების სრულმეტრაჟიანი ანიმაცია იესო ქრისტეს შესახებ
რელიგიურმა მედია გაერთიანებამ The Salvation Poem Project-მა წარმოადგინა პირველი თიზერ-ტრეილერი მომავალი ანიმაციური ფილმისთვის “ქვეყნიერების ნათელი”, რომელიც ამერიკის კინოთეატრებში 2025 წლის 5 სექტემბერს გამოვა.
ფილმი მოთხრობილია ახალგაზრდა იოანე მოციქულის თვალით და ასახავს იესო ქრისტეს ცხოვრებას – მისი მოღვაწეობას. ანიმაცია მოიცავს ქრისტეს სასწაულებს, როგორიცაა გალილეის კანაში წყლის ღვინოდ ქცევა, ლაზარეს გაცოცხლება. ასევე ნაჩვენებია მისი ჯვარცმა და აღდგომა.
სინოფსისის მიხედვით: “ახ.წ. 30 წელია და ყველა მესიის მოსვლას ელის. მიუხედავად იმისა, რომ იესო არ არის ისეთი, როგორსაც წარმოიდგენდნენ, მასში რაღაც განსაკუთრებულია. მალე იოანე, იაკობი, ანდრია, პეტრე და სხვები იესოსთან ერთად მოულოდნელ თავგადასავალში ერთვებიან.”
პროექტში ჩართულები არიან მაღალი დონის ანიმატორები, მათ შორის რეჟისორები ჯონ ჯ. შეიფერი (“Superbook”) და ტომ ბენკროფტი (“მზეთუნახავი და ურჩხული”, “მეფე ლომი”, “მულანი”), ანიმაციის რეჟისორ ტონი ბენკროფტთან ერთად (“მულანი”, “მერი პოპინსი ბრუნდება”, “Space Jam: ახალი მემკვიდრეობა”).
“ჩვენ ვქმნით თანამედროვე 2D ანიმაციურ მიდგომას იესოს უკვდავი ისტორიისთვის, რომელიც მთელი ოჯახისთვის იქნება საინტერესო,” – აღნიშნა შეიფერმა. “აღფრთოვანებული ვარ, რომ მაყურებელი ამ ისტორიას დიდ ეკრანზე იხილავს.”
ფილმის პროდიუსერი The Salvation Poem Project-ის პრეზიდენტი ბრენან მაკფერსონის თქმით, სასიხარულოა, რომ იმედის, სიყვარულის და რწმენის ეს ისტორია, უამრავი მაყურებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი.