
ქრისტიანული სატელევიზიო სერიალი “რჩეულნი” მალე მსოფლიოს 600-ზე მეტ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი. არაკომერციული ორგანიზაცია “Come and See” გეგმავს სერიალის თარგმნას და გახმოვანებას რეკორდული რაოდენობის ენაზე.
“Come and See”-ს აღმასრულებელი დირექტორის, სტენ იანცის თქმით, პროექტის მიზანია, რომ სერიალმა მინიმუმ ერთ მილიარდ ადამიანს მიაღწიოს. “უზარმაზარი გამოწვევაა, მაგრამ ვხვდებით, რომ ეს არის მიზანი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია,” – განაცხადა იანცმა.
ამჟამად “რჩეულნი” უკვე ნათარგმნია 50 – ზე მეტ ენაზე. ყველაზე პოპულარული თარგმანი ბრაზილიური პორტუგალიურია. სერიალის მე-4 სეზონის პირველი ორი ეპიზოდი ბრაზილიაში 1,100 ეკრანზე იყო ნაჩვენები და 275,000-მა ადამიანმა ნახა.
პროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმ ენებს, რომლებზეც ყველაზე ნაკლებად ხდება მედიაკონტენტის თარგმნა. მაგალითად, “რჩეულნი” გახდა პირველი სატელევიზიო შოუ, რომელიც მალაგასიურ ენაზე გახმოვანდა, მადაგასკარის პრეზიდენტის თხოვნით.
თარგმნის პროცესში “Come and See” თანამშრომლობს ადგილობრივ ხუცესებთან, ბიბლიის მთარგმნელებთან და ენის ექსპერტებთან, რათა უზრუნველყოს თარგმანის სიზუსტე და კულტურული შესაბამისობა.
სერიალის წარმომადგენლების თქმით, “რჩეულნს”-ს უკვე ჰყავს 200 მილიონი მაყურებელი, მსოფლიო მასშტაბით. მოსალოდნელია, რომ პროექტის თარგმნა -გავრცელების მიმართულება სერიალის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება, რაც კიდევ სამი სეზონის განმავლობაშია დაგეგმილი.