საუკეთესო შესაძლებლობა
ამ სიუჟეტში გავიცნობთ სიმონ ზილოტს(მოშურნე). ის იყო პირველ საუკუნეში პოლიტიკური მოძრაობის წევრი, რადიკალი ებრაელი, რომელიც რომაულ მმართველობას უპირისპირდებოდა. მისი გზა იესოს მოწაფეებთან იკვეთება, სადაც მას უწევს არჩევანის გაკეთება, საკუთარ ძალადობრივ წარსულსა და იესოს მშვიდობიან გზავნილს შორის. ამავდროულად, დაძაბულობა იზრდება მოწაფეებში, რადგან ერთმანეთს განსხვავებული პიროვნებები და სხვადასხვა წარმომავლობა კვეთს. ეპიზოდში ასევე ვხვდებით დავრდომილი კაცის ისტორიას, რომლის […]
მათეს 4:24
იესო კურნავს ხალხს. სათაური “მათე 4:24” ეხება ბიბლიურ მონაკვეთს, რომელიც აღწერს იესოს საქმეებს, თუ როგორ მოედო მისი ამბავი მთელს სირიას. მასთან მოჰყავდათ უძლურნი, სნეულნი, მთვარეულნი, ეშმაკეულნი, დავრდომილნი და ის კურნავდა მათ. ამასობაში მოწაფეები ერთმანეთის უკეთ გაცნობას და ხასიათის შეწყობას ცდილობენ.
მე დაგინახე შენ
ეპიზოდის მთავარი გმირი ნათანაელია. ნიჭიერი და სკეპტიკურად განწყობილი არქიტექტორი, რომელიც პროფესიულ და პირად იმედგაცრუებას ებრძვის. ამბავი იწყება ლეღვის ხის ქვეშ ლოცვით, რომელიც მის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის. ამავდროულად, მებაჟე მათე ბევრ წინააღმდეგობას ხვდება საკუთარი წარსულის გამო, რადგან მას მოწაფეები არ ენდობიან.
ქუხილი
ეპიზოდი იწყება მოწაფეთა მიერ წარსული ისტორიების გახსენებით. იესო აგრძელებს სწავლებას და სასწაულების მოხდენას. მისი მიმდევრების რაოდენობა დღითიდღე მატულობს. ამ ეპიზოდის ერთ-ერთი საკვანძო მომენტი არის ქადაგება მთაზე, რომელიც შემდგომში ქრისტიანული სამყაროსთვის გადამწყვეტი და ფუნდამენტალური სწავლება გახდა.
მე ვარ
იესო და მისი მოწაფეები ტოვებენ კაპერნაუმს, რომაული ხელისუფლებისა რელიგიური ზეწოლის გამო. ის და მისი მოწაფეები მოგზაურობენ სამარიაში, რეგიონში, რომელსაც ჩვეულებრივ ერიდებოდნენ ებრაელები, ხანგრძლივი მტრობის გამო. აქ იესო მოულოდნელად იაკობის ჭასთან ჩერდება, სადაც ხვდება სამარიელ ქალს, რომელიც დამძიმებულია საკუთარი წარსულით და საზოგადოებისგან უარყოფით.
მოწოდება
მებაჟე მათე გადამწყვეტი გადაწყვეტილების წინაშე დგას, როდესაც ის შეხვდება იესოს. ამასობაში, ნიკოდემოსი ღამით იესოსთან მიდის. ეს შეხვედრა ჭეშმარიტი რწმენისა და ზეციდან შობის საიდუმლოსთვის ნათელის მოფენას მოემსახურება. მარიამ მაგდალინელი აგრძელებს საკუთარი ადგილის პოვნას, იესოს მიმდევრებს შორის. ეპიზოდი მდიდარია ემოციური და სულიერი სიღრმით, რომელიც ხაზს უსვამს გამოსყიდვის, რწმენისა და იესოს მსახურების ძლიერ გავლენას, სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანზე.
ენით აღუწერელი თანაგრძნობა
ყოველი მომდევნო ეპიზოდი სავსეა სიურპრიზებით, დრამატულობითა და სულიერი სიღრმით. პერსონაჟები დგანან არჩევანის წინაშე – შეცვალონ ცხოვრება, რომელიც სამუდამოდ განსაზღვრავს მათ მომავალს. იესო სთხოვს მეთევზე სვიმონს, რომ დაბრუნდეს კაპერნაუმში და დრო დაუთმოს თავის ოჯახს. ქრისტე კურნავს კეთროვანს და ამბები, მის მიერ მომხდარი სასწაულების შესახებ, გავრცელებას იწყებს.
საქორწინო საჩუქარი
ნიკოდემოსს კითხვები აქვს, იოანე ნათლისმცემელთან, ხოლო იესო და მისი მოწაფეები გალილეის კანაში საქორწინო წვეულებაზე მიდიან. როცა ღვინო გამოილევა, მარიამი შვილს სთხოვს, რომ სიძის ოჯახს პრობლემის მოგვარებაში დაეხმაროს.
კლდეზე დაფუძნებული
კვინტუსი მათეს აგზავნის, რათა სვიმონს უთვალთვალოს, რომელიც სასოწარკვეთილი ცდილობს საყვარელი ადამიანების რომაელებისგან გადარჩენას. მას რთული არჩევანი უდგას წინ, ითევზაოს შაბბათს, რომ როგორმე ვალი გადაიხადოს თუ დაემორჩილოს რჯულის კანონს.
იესოს უყვარს ბავშვები
“რჩეულნის” პირველი სეზონის მესამე სერიაში მაყურებელი იხილავს იესოსა და ბავშვებს შორის გულთბილ და ღრმა ურთიერთობას. სერია მოგვითხრობს განსაკუთრებულ კავშირს სამყაროს მხსნელსა და ბავშვურ გულებს შორის, რომლებიც მას მოწიწებით, აღფრთოვანებითა და გაოცებით უყურებენ. მათი ურთიერთობა მაგალითია თანაგრძნობისა და სიყვარულის ყველაზე სუფთა ფორმის.