დაძაბულობა კარვების დასახლებაში

ანდრია და ფილიპე აღმოაჩენენ, რომ მათმა ქადაგებამ გამოიწვია არეულობა დეკაპოლისში, ახლა კი საჭიროა უკან დაბრუნება და სიტუაციის გამოსწორება. ზილოტს უწევს საკუთარ წარსულთან დაპირისპირება. ამასობაში, იოანე ნათლისმცემლის ორი მოწაფე ჩამოდის კაპერნაუმში იესოსთვის მნიშვნელოვანი კითხვის დასასმელად. სვიმონისთვის და ედენისთვის კი ძალიან რთული პერიოდი დგება.

განწმენდა: ნაწილი 2

მაშინ როცა დაძაბულობა იზრდება სახლში, სვიმონი და გაიუსი ერთად მუშაობენ კაპერნაუმის წყლის პრობლემის მოსაგვარებლად. პარალელურად, იაიროსი და ვერონიკა, თავიანთი გასაჭირის გამო, თავგამოდებით ეძებენ იესოს, როგორც მათი პრობლემების გადაჭრის ერთადერთ იმედს.

განწმენდა: ნაწილი 1

წყვილ-წყვილად, მოწაფენი აღასრულებენ მაცხოვრის დანაბარებს – განკურნავენ სნეულთ, განდევნიან ავსულთ და ქადაგებენ მის სწავლებას. უკან მობრუნებულნი კი ცდილობენ გაიაზრონ განცდილი, ხოლო სიმონი და ედენი კვლავ ერთმანეთისკენ გზის გაკვალვას ლამობენ.

მკურნალო, განიკურნე შენი თავი

იესო ბრუნდება თავის ბავშვობის სახლში ებრაული ახალი წლის აღსანიშნავად. მისი ბავშვობის მეგობრები და ოჯახი აღფრთოვანებულნი არიან იმით, რაც მათ იესოს შესახებ გაუგიათ… სანამ ის, არ ეუბნება სიმართლეს იმის შესახებ, თუ ვინ არის იგი.

ორ-ორნი

იესო რომაელებისთვის თავსატეხი ხდება. კაპერნაუმის კარიბჭესთან ყველა მხრიდან ჩამოსული მომლოცველები კარვების ქალაქს აშენებენ იესოს სანახავად, რაც დაძაბულობას აღვივებს. იესო თორმეტ მოციქულს ოფიციალურად აგზავნის სახიფათო, მაგრამ მნიშვნელოვან მისიაზე. სასწაულების ფონზე იაკობ უმცროსს უჩნდება კითხვა, თუ რატომ არ განიკურნა იგი.

სახლში დაბრუნება

იესო წარმოთქვამს უმნიშვნელოვანეს ქადაგებას, რომელიც ცვლის კაცობრიობის ისტორიას. ამის შედეგად, მას ემატება როგორც მიმდევრები, ასევე მოწინააღმდეგეები. მისი მოწაფეები კი მზად არიან, გაჰყვნენ მას ყველგან. სვიმონი და ედენი ერთმანეთს უბრუნდებიან, მათე საკუთარ წარსულს უმკლავდება, ხოლო ანდრია საპყრობილეში მყოფ იოანე ნათლისმცემელს ესტუმრება.

მთებს მიღმა

ეპიზოდი იწყება იმით, რომ იესო და მისი მოწაფეები მოგზაურობენ დეკაპოლისში, რეგიონში, სადაც ათი მნიშვნელოვანი არაებრაული ქალაქია. ეს მოგზაურობა გვიყვება  იესოს მსახურებაში გადამწყვეტ მომენტზე, ხაზს უსვამს მის მისიას, მიიტანოს ღვთის სიყვარული და ხსნის გზავნილი ყველა ადამიანთან განურჩევლად ერისა. იესო კურნავს სიროფინიკიელი ქალის, დემონებით შეპყრობილ ქალიშვილს. სერია „მთებს მიღმა“ მთავრდება ძლიერი და გარდამტეხი მომენტით “ქადაგება მთაზე”.

გაანგარიშება

იესოს სწავლებები ეჭვქვეშ აყენებს რჯულის ფარისეველთა მიერ მკაცრ ინტერპრეტაციებს. დაძაბულობა კულმინაციას აღწევს, როდესაც იესონ შაბათ დღეს ხელგამხმარ კაცს სასწაულებრივად განკურნავს.  რაც კიდევ უფრო აღძრავს ფარისეველთა რისხვას და აძლიერებს მათ გადაწყვეტილებას, შეაჩერონ ის. ეს განკურნება ხაზს უსვამს იესოს გზავნილს, რომ წყალობა და ადამიანური თანადგომა აღემატება რელიგიური წესების მკაცრ დაცვას.

კანონდარღვევა

იესო და მოწაფეები შაბათს გზად ყანას გაივლიან და მარცვლეულის კრეფას დაიწყებენ. ფარისევლებისთვის ეს მიუღებელია და მათ შაბათის კანონის დარღვევაში დაადანაშაულებენ. იესოს პასუხი კანონის სულით განჭვრეტაზე მიუთითებს, მეფე დავითის მაგალითით, როცა მეფე საწინაშეო პურს შეჭამს. დაპირისპირება იესოს რელიგიური ტრადიციებისადმი რევოლუციურ მიდგომას გვაჩვენებს და აქცენტს წყალობასა და თანაგრძნობისკენ მიმართავს. ვითარება რთულდება, როცა იესო შაბათს ხელგამხმარ კაცს კურნავს

სული

იესო აგრძელებს ქადაგებას, დამოწაფებას და სასწაულების მოხდენას. მისი მიმდევრების რაოდენობა და ავტორიტეტი იზრდება. ამასობაში მოწაფეებს ფილიპეც უერთდება.  მისი რწმენა და ენთუზიაზმი ახალი ენერგიაა ჯგუფისთვის. მათეს საკუთარი წარსული საქმიანობის გამო მოწაფეებს შორის თავის დამკვიდრება კვლავ უჭირს. ყველა მისი ნაბიჯი გადამოწმების და უნდობლობის საკითხია. მარიამ მაგდალინელი სულიერი კრიზისის წინაშე დგას, რომელიც მის რწმენას და იესოსადმი ერთგულებას ცდის.
ფილმები
სერიალები
ვიდეო
ძიება
სტატიები