თავმდაბალი
იესო უარს ამბობს იყოს ისეთი მესია, რომელსაც ყველა ელოდება. ის მოდის როგორც კრავი და არა როგორც ლომი და ცხენოსანი მეომრის ნაცვლად ჩოჩორზე ამხედრებული შედის იერუსალიმში.
უკანასკნელი ნიშანი
იესო ლაზარეს სიცოცხლეს უბრუნებს—და იწყებს მოვლენათა ჯაჭვს, რომელიც საკუთარ სიკვდილამდე მიიყვანს.
მიძღვნა
იესო და მოწაფეები ზეიმობენ ხანუქას. მათე უპირისპირდება იუდას უჩვეულო გარემოებების შესახებ, და დღესასწაული იქცევა ჯერ ჩხუბად, შემდეგ გაქცევად. მოწაფეები გადარჩებიან, მაგრამ აღმოაჩენენ, რომ მათი მეგობარი ასე იღბლიანი არ ყოფილა.
მჯდომარენი, მსახურნი, მზაკვარნი
რომაელი ჯარისკაცები მოწაფეებს საჭურველის ტარებას აიძულებენ, იესო კი მათ მეტზე გაყოლას სთავაზობს. იესოს მოძღვრებით უკმაყოფილო იუდა რჩევის საძებნელად ძველ მეგობარს აკითხავს.
სიმშვიდე ქარიშხლის წინ
ყველაფერი სამგლოვიარო პროცესიით იწყება. დრო კი ჩქარა მიექანება იესოს მოღვაწეობის უკანასკნელი დღეებისკენ. მოწაფეები საკუთარი დიდების ძიებაში არიან, როცა რომაელი მოხელე თავმდაბლად მოდის სათხოვნელად.
მთვარე სისხლად
იესომ შაბათ დღეს უსინათლო განკურნა. ამით აღშფოთებულმა რელიგიურმა წინამძღოლებმა ხალხი აამხედრეს. გაიუსმა ბრძანება არ შეასრულა, რამაც კვინტუსი აიძულა საქმე თავად მოეგვარებინა.
გაცხადება
იესო თავის ეკლესიას ცოდვით სავსე ადგილზე აფუძნებს. სიმონი საჯაროდ აღიარებს იესოს ნამდვილ ვინაობას და სანაცვლოდ ახალ სახელს – პეტრეს იღებს. მაგრამ შეძლებს კი ახლადწოდებული პეტრე წარსული წყენების დავიწყებას?
დაპირება
ჰეროდეს მათრობელა ცეკვამ გონება დაუბნელა და გასცა პირობა რომელსაც ვეღარ გადათქვამს, თუმცა ვერავინ შეაჩერებს იმ საქმეს, რაც უკვე დაიწყო.
საკვები
ათასობით ადამიანი მოდის, თავდაპირველად იესოსთან საკამათოდ, შემდეგ კი მისი ქადაგების მოსასმენად. სამუელი და ატიკუსი შეიტყობენ მომხდარის შესახებ და დეკაპოლისისკენ გაემართებიან, რათა იესო შესაძლო აჯანყების მზადებაში ამხილონ. ამასობაში, როცა ქადაგება მეორე დღესაც გრძელდება, მოწაფეები სერიოზულ პრობლემას აწყდებიან: ხალხს შია, საკვები კი არ არის.
ყური სასმენად
ანდრია და ფილიპე მისიიდან შეშფოთებულნი ბრუნდებიან: მათ იესოს დახმარება სჭირდებათ დეკაპოლისში შექმნილი მწვავე პრობლემის მოსაგვარებლად. იესო მათ ამ სახიფათო მხარეში გაუძღვება, სადაც ისინი ყოველი მხრიდან წინააღმდეგობას წააწყდებიან. ამ დროს, იოანეს დაევალება განაწყენებული და განრისხებული სვიმონი იესოსთან მიიყვანოს.